18 მაისი 2024,   14:20
ვრცლად
300 -ზე მეტ ქალაქში ჩაბნელებული მთავარი ღირსშესანიშნაობები-მსოფლიომ დედამიწის საათი აღნიშნა 

მსოფლიომ დედამიწის საათი აღნიშნა. გარემოს დამცველების კამპანიას, რომელიც კლიმატის ცვლილებას ებრძვიან, 180-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. 300-ზე მეტ ქალაქში მთავარი ღირსშესანიშნაობები ჩააბნელეს. ერთი საათის განმავლობაში განათებები გამორთეს ეიფელის კოშკზე, რომელიც დღეს გახსნის 130 წლის იუბილეს ზეიმობს. ბერლინში ჩააბნელეს ბრანდებურგის კარიბჭე, სადაც გარემოს დამცველებმა მზის ელემენტებზე მომუშავე ნათურებით დედამიწის რუკა მოხატეს. ათენში ერთი საათით ჩააბნელეს ოლიმპოს მთა. დედამიწის საათის აღნიშვნა პირველმა 2007 წელს ავსტრალიამ დაიწყო. ავსტრალიელი გარემოს დამცველების აქციას მალევე მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა.

დღის ამბები