19 მაისი 2024,   01:10
ვრცლად
ძლიერი ქარი ქუთაისში - მოგლეჯილია ხეები

უამინდობა ქუთაისში - ძლიერმა ქარმა ასათიანის ქუჩაზე ხეები მოგლიჯა. წაქცეულია რამდენიმე ხე. მოგლეჯილი ხეები მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. ქუთაისის მერიის ააიპ სპეციალური სერვისების წარმომადგენლებმა ხეების გატანა დაიწყეს.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ასათიანის ქუჩის გარდა, ქალაქის სხვადასხვა მისამართზე მსგავსი საფრთხეების აღმოფხვრის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

დღის ამბები