20 აპრილი 2024,   06:11
ვრცლად
უამინდობა ქუთაისში - რიგას მიმართულებით დანიშნული ფრენა დაგვიანებით შესრულდა

ძლიერმა ქარმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს პრობლემები შეუქმნა. უამინდობის გამო ქუთაისი–რიგას მიმართულებით დანიშნული ფრენა ორი საათის დაგვიანებით შესრულდა.

პრობლემები შეექმნათ რიგა-ქუთაისის რეისის მგზავრებსაც, რომელთაც საკუთარი ბარგი ამ დრომდე ვერ აიღეს.

მგზავრები ამბობენ, რომ ავიარეისის პილოტის გადაწყვეტილებით, საბარგულის კარი არ იღება. მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ადგილზე პასუხისმგებელი პირები არ იმყოფებიან, რის გამოც კონკრეტულ ინფორმაციას ვერ იღებენ, როდის შეძლებენ ბარგის მიღებას.

დღის ამბები