19 დეკემბერი 2024,   02:47
ვრცლად
შვიდი წელია ცდილობს ადამიანების გული მოიგოს - სანდრა რულოვსი ხიბულაში ივანიშვილის ჩასვლას ეხმაურება

ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტს ოპოზიცია ეხმაურება. სანდრა რულოვსი, რომელიც ზუგდიდში ენმ-ს კანდიდატია,  აცხადებს, რომ სოფელ ხიბულაში ივანიშვილის გამოჩენა შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ამომრჩეველმა კარგად ნახა, თუ რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა მათთვის 7 წლის განმავლობაში.

„ყველასთვის გასაგებია რაც ხდება. ეს მისი პირველი მცდელობა არ არის, რომ ადამიანების გული მოიგოს. უკვე შვიდი წელია ცდილობს, მაგრამ ხალხმა ბევრი არაფერი ნახა შედეგად და ალბათ ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება, თუმცა რა თქმა უნდა მხოლოდ სურვილს ვიტოვებ რომ გამოიცვალოს აზრი, დაიწყოს  გამოძიება, რომ სამეგრელოს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაეხმაროს და რომ შეიცვალოს მისი დამოკიდებულება საქათველოს მოსახლეობისადმი. სამწუხაროდ აქამდე ბევრი არ გვინახავს, მაგრამ რა თქმა უნდა ყოველთვის შეიძლება ადამიანი შეიცვალოს,“-გაცხადა სანდრა რულოვსმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ივანიშვილი სოფელ ხიბულაში ჩავიდა, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა.

ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას უთხრა, რომ საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსებს გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მშენებლობას, სოფელში გაზის და წყლის გაყვანას, ააშენებს ბაღს და დააგებს გზებს. 

დღის ამბები