19 დეკემბერი 2024,   02:40
ვრცლად
ეს იყო კერძო ვიზიტი - გიორგი გახარია უარყოფს, რომ სამეგრელოში მისი და ივანიშვილის ჩასვლა არჩევნებს უკავშირდება

„ეს იყო კერძო ვიზიტი ადამიანის რომელიც დიდ პატივს სცემს სამეგრელოს და ადამიანი რომელიც სამეგრელოსთვის ბევრ კარგს გააკეთებს მომავალში“-ამის შესახებ განცხადება შს მინისტრმა ზუგდიდში გააკეთა. გიორგი გახარია უარყოფს რომ ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში ჩასვლა შუალედურ არჩევნებს და წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება.

ის ასევე უარყოფს იმას, რომ თავადაც ზუგდიდში ამ მიზნით ჩავიდა, როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა.

„არ ჩამიბარებია მუდმივად ჩაბარებული მაქვს ისევე როგორც საქართველოს ბევრი რეგიონი,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრი  ზუგდიდში მეუფე გერასიმეს შეხვდა. გუშინ სამეგრელოში ვიზიტისას მეუფე გერასიმეს ბიძინა ივანიშვილიც შეხვდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები