24 აპრილი 2024,   05:21
ვრცლად
„ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულ სიკეთეებს რატომ უკავშირებთ არჩევნებს?" - კალაძე ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში გააქტიურებას ეხმაურება

თბილისის მერი ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოს რეგიონში გააქტიურებას წინასაარჩევნო კამპანიას არ უკავშირებს. კახა კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა სიკეთის კეთებით და ის აგრძელებს სიკეთეების კეთებას.

„ბიძინა ივანიშვილის  გაკეთებულ სიკეთეებს რატომ უკავშირებთ არჩევნებს? საერთოდ არ იყო ეს ადამიანი პოლიტიკაში, ქველმოქმედებით იყო დაკავებული და ოფიციალურად თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ მასალა სამი მილიარდის ქველმოქმედება აქვს გაკეთებული, რომელიც არის დამტკიცებულია აუდიტით და ყოველთვის სიკეთეს აკეთებდა და აგრძელებს სიკეთის კეთებას და მე მგონი არასწორი იქნება დავუკავშიროთ არჩევნებს,“-განაცხადა კახა კალაძემ. 

გუშინ ივანიშვილი სოფელ ხიბულაში ჩავიდა, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა.

ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას უთხრა, რომ საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსებს გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მშენებლობას, სოფელში გაზის და წყლის გაყვანას, ააშენებს ბაღს და დააგებს გზებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები