22 მაისი 2024,   11:06
ვრცლად
8-საათიანი ძებნის შედეგად, მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშის ცხედარს მიაგნეს

8-საათიანი ძებნის შედეგად მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშის ცხედარს მიაგნეს. რამდენიმე საათით ადრე ამავე ადგილას მაშველებმა მიწიდან დაღუპული კიდევ ერთი, 25 წლის ახალგაზრდა ამოიყვანეს. სამძებრო სამუშაოებში 40-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა, მოგვიანებით კი, პროცესში გეორადარების ჩართვაც გახდა საჭირო.

"გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა რა დროსაც ჩაინგრა მიწა. ძალიან დიდირ აოდენობით იყო მიწა და დაახლოებით 8 მეტრის სიღრმეში იყვნენ მოყოლილები,"-აცხადებს თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსი, ოთარ კერესელიძე.

უბედური შემთხვევა დღის ბოლოს, ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს - მიწა შენობის საძირკვლის გამაგრების დროს ჩამოიშალა და ორი მუშა ჩაიყოლა. ცხედრები ამჟამად პროზექტურაშია გადასვენებული. მერიაში განმარტავენ, რომ კომპანია "ტრანსმშენი", რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს, ერთი კვირის წინ შემოწმდა და ყველაფერი წესრიგში იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები