18 მაისი 2024,   10:24
ვრცლად
ჯერ უნდა შექმნა გარკვეული სოციალური ფონი და შემდგომ დააწესო რეგულაციები - ზალიკო უდუმაშვილი ტაქსის მძღოლებს შეხვდა

ტაქსის მძღოლები, რომლებიც დედაქალაქში საქმიანობენ საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავენ. მათი თქმით, თბილისის მერიის მიერ ავტომობილის თეთრად გადასაღებად გამოყოფილი 700 ლარიანი ვაუჩერი საკმარისი არ არის და იმ შემთხვევაში თუ მერია ცვლილებებზე უარს არ იტყვის, ტაქსის მძღოლების 90% მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.

მძღოლების პრობლემები დღეს გაერთიანებული ოპოზიციაში განიხილეს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ზალიკო უდუმაშვილის აზრით, ხელისუფლებამ საქმის კეთება, როგორც ყოველთვის, უკუღმა დაიწყო.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ჯერ უკეთესი სოციალური ფონის შექმნაზე ეფიქრათ, რეგულაციების დაწესებით დაიწყეს.

„ამ ხალხის 90 პროცენტი თუ მეტი არა იძულებული გახდა ტაქსის მძღოლი გამხდარიყო, ეს მათი მოწოდება არ ყოფილა, თუმცა მე ამ შემთხვევაში არ ვაკნინებ საერთოდ ტაქსის მძღოლის პროფესიას. უბრალოდ, ეს ხალხი იძულებული გახდა რომ მანქანაზე დამჯდარიყო, ვინაიდან სხვა სამსახური არ არის. ხელისუფლებამ დაიწყო უკუღმა, როგორც ყოველთვის საქმის კეთება. ამ შემთხვევაში ჯერ უნდა შექმნა გარკვეული სოციალური ფონი, იმისათვის, რომ ხალხს მიეცეს ამოსუნთქვის საშუალება და შემდგომ უნდა დააწესო რეგულაციები და არა პირიქით. ამიტომ, ჩვენ აბსოლუტურ მხარდაჭერას ვუცხადებთ ტაქსის მძღოლებს,“- განაცხადა უდუმაშვილმა.

დღის ამბები