20 აპრილი 2024,   11:43
ვრცლად
პარლამენტის სხდომა ჩხუბით დაიწყო - ერთმანეთს აკაკი ბობოხიძე და ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ 

პარლამენტის სხდომა ჩხუბით დაიწყო - ერთმანეთს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და "ევროპული საქართველოს" წევრი, აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. კამათის მიზეზი კი სხდომის დაგვიანებით დაწყება გახდა. 

ბობოხიძის თქმით, 12:00 საათზე სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა რადგან სხდომა გადავადდა, დარბაზიდან გავიდა, უკან დაბრუნებულს კი დეპუტატთა რეგისტრაციის პროცესი დასრულებული დახვდა, რის გამოც რეგისტრაცია ვეღარ გაიარა.

აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მოსთხოვა, რომ რეგისტრაცია დათქმულ დროს დაიწყოს და არა დაგვიანებით.

აკაკი ბობოხიძე-ის სურათის შედეგი„ბატონი ირაკლი, ხედავთ, რომ აქ ვარ. რეგისტრაცია რომ დაიწყეთ, მაინც და მაინც მაშინ აღმოვჩნდი გასული და კაცი, რომელიც მოვედი 12-ს რომ 10 წუთი აკლდა, სინამდვილეში დამრღვევი გამოვდივარ. დაბეჯითებით გთხოვთ, რეგისტრაცია დაიწყოს იმ დროს, რა დროსაც დავთქვამთ,“- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ოპოზიციონერ დეპუტატს ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომელმაც განმარტა, რომ ბობოხიძემ რეგლამენტი დაარღვია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წევრის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. კობახიძემ კი ბობოხიძე პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

Image may contain: 1 person„დამრღვევი კი არ გამოდიხართ, დაარღვიეთ რეგლამენტი, რადგან არ გაიარეთ რეგლამენტი სათანადო დროს. არ შეიძლება ყველა სხდომა ასეთი გამოხდომებით დაიწყოთ, ბატონო აკაკი, თქვენი ვალია, მთელი დღე სამუშაო რეჟიმში იყოთ. თქვენ დაარღვიეთ თქვენი ვალდებულება, როდესაც რეგისტრაცია არ გაიარეთ. დამშვიდდით ბატონო აკაკი, ხმას დაუწიეთ. ბატონო აკაკი, არ გიხდებათ ასეთი ქცევა, გთხოვთ კოლეგებს დაუთმოთ სიტყვა. თქვენი საქციელი მოსაწონი არ არის. კოლეგებო, გთხოვთ არ შეხვიდეთ პოლემიკაში ბატონ აკაკისთან. ეს არის პროვოკაცია. ნუ წამოვეგებით ამ პროვოკაციას. ბატონი აკაკი, ახალგაზრდები გიყურებენ, არ გიხდებათ ასეთი საქციელი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

დღის ამბები