19 მაისი 2024,   06:06
ვრცლად
ზელენსკი პოროშენკოს დებატებისთვის სტადიონზე იწვევს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ, პეტრო პოროშენკო დებატებში არც მეტი არც ნაკლები, სტადიონზე მიიწვია. სპეციალურ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონკურენტებს შორის დებატები მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე, პირდაპირ ეთერში უნდა გაიმართოს 

გამოწვევას პეტრო პოროშენკო დასთანხმდა, თუმცა განაცხადა, რომ დებატების ჩატარების წესი კანონმდებლობაშია გაწერილი და ზელენსკის მისი წაკითხვა ურჩია. როდის გაიმართება დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ჯერ-ჯერობით უცნობია.

დღის ამბები