19 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
თურქეთის საარჩევნო კომისია სტამბოლის 8 ოლქში ბიულეტენებს ხელახლა დაითვლის

თურქეთის საარჩევნო კომისია სტამბოლის 8 ოლქში ბიულეტენების დათვლას  ხელახლა  გეგმავს. გადაწყვეტიელება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მმართველმა პარტიამ ადგილობრივი არჩევნების შედეგები გააპროტესტა და კომისიას საჩივრებით მიმართა.

პრეზიდენტ ერდოღანის "სამართლიანობისა და განვითარების" პარტია დამარცხდა ანკარაშიც, სტამბოლში კი, ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიის მერობის კანდიდატმა მეტოქეზე 25 ათასი ხმით მეტი მოაგროვა. ოპოზიციამ გაიმარჯვა ქურთულ რაიონებშიც.

კაჰრამარაზის პროვინციაში კი, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მერი მმართველი პარტიის კანდიდატი გახდა. მან შედეგების გამოცხადების შემდეგ ხალხის თვალწინ საკუთარი სავარძელი დაწვა და განაცხადა, რომ მისთვის ძალაუფლება არაფერს ნიშნავს.

დღის ამბები