19 მაისი 2024,   15:47
ვრცლად
ხელისუფლებას ჰგონია, რომ თუ რუსეთს არ დაარქმევს მტერს, რამე შეიცვლება - ანალიტიკოსები თავდაცვის მინისტრის მოხსენებას სამარცხვინოს უწოდებენ

თვადაცვის მინისტრის რამდენიმე საათიანი მოხსენება და არც ერთი სიტყვა რუსეთზე - ანალიტიკოსები თავდაცვის საკითხებში, ლევან იზორიას პარლამენტში გამოსვლას სამარცხვინოს უწოდებენ. მათი შეფასებით, რუსეთთან რბილი პოლიტიკა სახელმწიფოს სტრატეგიაა და თავდაცვის მინისტრის განცხადებებიც ამის ნაწილი იყო.

Related image„ამ ხელისუფლებას ჰგონია, რომ თუ რუსეთს არ დაარქმევს მტერს, რამე შეიცვლება. არაფერი არ შეიცვლება. თუმცა როდესაც ამას აკეთებენ პოლიტიკოსები, ეს ერთი პრობლემაა, უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც ამას აკეთებს თავდაცვის მინისტრი. იმიტომ, რომ თავდაცვის ჩვენი კონცეფცია წესით უნდა იყოს აგებული იმაზე, ვინ არის ჩვენი მტერი. მთელს მსოფლიოში ასე ხდება. ჩვენ პრობლემა გვაქვს მხოლოდ რუსეთთან, თუ ამას არ ამბობს თავდაცვის მინისტრი, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩნდება ერთი შეკითხვა, რისთვის გვჭირდება შეიარაღებული ძალები,“-აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ასეთი პოზიცია რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაულის ჩადენაში ხელს შეუწყობს.

Image result for ნოდარ ხარშილაძე„სილაში თავის ჩაყოფას ამჯობინებენ ძირითადად და თავდაცვის მინისტრმაც ის თქვა, რაც მთლიანი სახელისუფლებო პოლიტიკის ნაწილია. რაც შეიძლება ნაკლებად ახსენონ რუსეთი. თავდაცვის საკითხში რუსეთის არ ხსენება, რომელიც ოკუპანტია და ჯარები ჰყავს განლაგებული ჩვენს ტერიტორიებზე, არ არის სწორი რა თქმა უნდა,“-ამბობს ნოდარ ხარშილაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები