19 მაისი 2024,   11:28
ვრცლად
სიგარეტზე ფასის ზრდის პარალელურად, ქვეყანაში კონტრაბანდის ოდენობა გაიზარდა - ეკონომისტები პრობლემებზე საუბრობენ 

სიგარეტზე ფასის ზრდის პარალელურად, ქვეყანაში კონტრაბანდის ოდენობაც გაიზარდა. ამის შესახებ ეკონომისტები და ფინანსისტები საუბრობენ, რომლებიც ბაზარზე არსებულ ვითარებას აკვირდებიან.

ირკვევა, რომ შარშანდელთან შედარებით უაქციზო სიგარეტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეები 3-ჯერ არის გაზრდილი.

სპეციალისტების თქმით, კანონებს მთავრობის მხრიდან არასდროს არ მოჰყვება თან შედეგების ანალიზი და ამ შემთხვევაშიც არავის გაუთვალისწინებია, რომ კონტრაბანდა გაიზრდებოდა. მათი თქმით, აღნიშნულ დანაშაულთან საბრძოლველად, დამატებითი სახსრების გამოყოფაა საჭირო.

„მთავარი პრობლემა არის არა მხოლოდ ის, რომ მთავრობა ზრდის გადასახადებს, არამედ, მეორე კიდევ უფრო მთავარი პრობლემა არის ის, რომ ყველა გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს ერთპიროვნულად და არასდროს მათ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტებს არ ახლავს თან რეგულაციური ანალიზი, არ ახლავს თან გრძელვადიანი დაგეგმვა და არ ახლავს თან იმ რისკების შეფასება, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს, ამა თუ იმ ნაბიჯმა. სწორედ ეს ხდება ახლაც, როდესაც არანაირად არ გაუთვალისწინებიათ ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია კონტრაბანდის ზრდასთან,“-განაცხადა ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა.

დღის ამბები