30 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას წყალწმინდაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც 

ავტოსაგზაო შემთხვევას წყალწმინდაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა შემდეგ კი Prado-ს მარკის ჯიპს.

BMW-ს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. არიან დაშავებულებიც, რომლებიც სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

 

 

 

 

დღის ამბები