19 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
ეროვნული ბანკი გადაიქცა მთავრობის განყოფილებად - რომან გოცირიძე TBC ბანკზე წესოლასა და მკაცრ საბანკო რეგულაციებზე საუბრობს

ეროვნულმა ბანკმა დაკარგა კონსტიტუციური დამოუკიდებლობა ის გადაიქცა მთავრობის განყოფილებად - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს.

გოცირიძე ამბობს, რომ ყველა ქმედება, რაც საბანკო სისტემის წინააღმდეგ ეროვნულმა ბანკმა განახორციელა მთავრობის ზეწოლით მოხდა. 

დეპუტატის განცხადებით, სწორედ საბანკო სისტემა წამოწია მთავარ თემად მთავრობის მეთაურად დანიშვნის შემდეგ მამუკა ბახტაძემ, რაც საბოლოოდ, მკაცრ ახალ საბანკო რეგულაციებამდე და "თიბისი ბანკის" რეპრესიამდე მივიდა. 

"ძალიან უცნაურია,რომ ფინანსთა მინისტრი აცხადებს,რომ თურმე ისინი, ზოგიერთები არ იყვნენ მომხრე ამ ახალი მკაცრი საბანკო რეგულაციებისა, თუმცა დღემდე მათი განცხადებები არ მოგვისმენია. პირიქით პრემიერ მინისტრი იყო ის ვინც მოსვლის დღიდანვე საბანკო სისტემა წამოწია ყველაზე მთავარ თემად და საბოლოოდ მივედით "თიბისი ბანკის" რეპრესიამდე, ამიტომ ამას ჰქონდა პოლიტიკური დატვირთვა და ამ რეგულაციების პოლიტიკურმა მოტივმა გამოიწვია უმუშევრობის ზრდა ქვეყანაში. ყველაფერი ეს კეთდებოდა მთავრობის ზეწოლით და მივიღეთ ის, რაც ხდება ანაკლიასა და "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით, “- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები