19 მაისი 2024,   14:02
ვრცლად
"ვფიქრობ დროა შეიცვალოს მერი და დაიწყოს კორუფციული სქემების მოსპობა" - სანდრა რულოვსი ზუგდიდის საკრებულოს სხდომას დაესწრო

სანდრა რულოვსი ზუგდიდის საკრებულოს სხდომას დაესწრო. გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი იმ საკითხებით დაინტერესდა, რომლებიც საკრებულოს დღეს უნდა განეხილა. განხილვის ძირითადი თემა ბილბორდებზე საარჩევნო სარეკლამო განთავსების საკითხი და ავტომანქანები იყო, რომლებიც დროებით სარგებლობაში გუბერნიას გადაეცა. 

სანდრა რულოვსის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დღეს გაჩერებულია მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდება.

სანდრა რულოვსის განცხადებით, ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ზუგდიდში უნდა დაიწყოს ხალხთან კომუნიკაცია, ბიუჯეტის სწორი გადანაწილება და კორუფციული სქემის ჩამოშლა.

„შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდათ ეტყობა ჩემზე დღეს, რომ აქ ყველაფერი კარგად არის და მე აქ  ვარ ზედმეტი. მე ვფიქრობ, რომ მე აქ არ ვარ ზედმეტი. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ახლა არის ის დრო, რომ აქ უნდა შეიცვალოს მერი, აქ უნდა შეიცვალოს ქალაქის ხელმძღვანელი და უნდა მართლა დაიწყოს ხალხთან კომუნიკაცია, ზრუნვა, ბიუჯეტის სწორი გადანაწილება და კორუფციული სქემების საერთოდ მოსპობა,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა. 

დღის ამბები