28 აპრილი 2024,   20:39
ვრცლად
25 წლის გოგო ტაქსის მძღოლს გაუპატიურებაში, ცემასა და პირადი ნივთების წართმევაში ადანაშაულებს

25 წლის გოგო ტაქსის მძღოლს სექსუალურ ძალადობაში, ცემასა და პირადი ნივთების წართმევაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა გოგო ყვება, რომ მისი არაფხიზელი მდგომარეობით ტაქსის მძღოლმა ისარგებლა და ავტომობილში ჩაჯდომისთანავე, გოგონას ნების წინააღმდეგ მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა.

ქალი ყვება, რომ გაუპატიურების შემდეგ ბრალდებული ტაქსის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც პირადი ნივთები წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაზარებულის თქმით, თავში მიყენებული მძიმე დაზიანებების მიუხედავად, მან მოახერხა, რომ ახლოს მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორებისთვის დახმარება ეთხოვა და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. გოგონა მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ძალადობაში დადანაშაულებული პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა.

37 წლის დავით ცაკაშვილი ამტკიცებს, რომ დაზარალებულის გამოგონილი ისტორიის მსხვერპლია. სამართალდამცველებს მან მომხდარის განსხვავებული ვერსია უამბო. მძღოლი ამტკიცებს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მგზავრმა რამდენიმე ცდის მიუხედავად, დანიშნულების ადგილს ვერ მიაგნო. ცაკაშვილის განცხადებით, მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფ გოგონას მძღოლმა მასთან სახლში წასვლა და დასვენება შესთავაზა. დავით ცაკაშვილის მტკიცებით, გოგონამ მოფერება დაუწყო.

37 წლის მამაკაცი ყვება, რომ ამის შემდეგ გოგონა აგრესიული გახდა და ისევ გიორგიწმინდაში დაბრუნება მოითხოვა, რა დროსაც ტაქსის მძღოლსა და გოგონას შორის შეკამათება მოხდა. 37 წლის მამაკაცი განმარტავს, რომ კამათის დროს ახალგაზრდას პირადი ნივთები დაუბრუნა და ტერიტორია დატოვა.

მამაკაცის თქმით, სახლში მისულმა მანქანაში მობილური ტელეფონი ნახა, რომლის შესახებაც პოლიციას არ აცნობა და პირადი მოხმარებისთვის დაიტოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ცაკაშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დღის ამბები