28 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
აქცია კანცელარიასთან - ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტებისთვის ახალი რეგულაციის მოხსნას ითხოვენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის და ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტების აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, რეგულაციაში, რომლის თანახმად, 1 აპრილიდან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება, არ არიან გათვალისწინებული ჩანაცვლების თერაპიის მქონე პაციენტები.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მათთვის, ვინც მძიმე ნარკოტიკების ჩანაცვლების მიზნით ექიმის დანიშნულებით მოიხმარენ კონკრეტულ მედიკამენტებს - მარიხუანას, მეტადონსა და სუბოქსინს, არ შეეხოთ რეგულაცია.

დღის ამბები