20 მაისი 2024,   02:34
ვრცლად
სანდრა რულოვსმა სრულიად საქართველოს უდიდესი დღესასწაული, ხარება მიულოცა

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან მიულოცა სრულიად საქართველოს ხარების დღესასწაული.

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა კი ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული ხარება,  სრულიად საქართველოს ზუგდიდის  ვლაქერნისა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრებიდან მიულოცა.

სანდრა რულოვსმა და გრიგოლ ვაშაძემ მთელს საქართველოს ბედნიერება უსურვეს. 

„დღეს ხარებაა. მინდა ყველას მივულოცო ზუგდიდელებს და მთელს საქართველოს მოსახლეობას. ეს არის გახარების დღე, მინდა ვუსურვო ყველსა, რომ ჰქონოდეს ბედნიერება, სიხარული ოჯახებში. მე ვიყავი ზუგდიდის ივერიის სახელობის ტაძარში, რომელიც შენდება და აქ ღვთისმშობლის კვართის ეკლესიაში ვარ, დადიანების სასახლის გვერდზე,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.   

ამავე თემაზე
დღის ამბები