20 მაისი 2024,   04:05
ვრცლად
”მედია და პოლიტიკა” - მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია გაიმართა

”მედია და პოლიტიკა” - ამ სახელწოდების საჯარო ლექცია გაიმართა მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში. დაინტერესებულ ახალგაზრდებს მედიასა და პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემებზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ესაუბრა.

ნიკა გვარამიამ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. შეხვედრა ”თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის” ორგანიზებით მოეწყო.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა. ეს არის მედია და დემოკრატია, მედიის გავლენა ხელისუფლებაზე. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო „ფიდბექი“ ასე ვთქვათ, შეკითხვების სახით დაბრუნებული და აინტერესებს ეს საზოგადოებას, ფიქრობს ამაზე საზოგადოება, თვალყურს ადევნებს იმას, როგორ იქცევა მედია. ვისაუბრეთ განვლილ წლებზე ჩვენი მედიისთვის, ვისაუბრეთ დღეს მოქმედ „რუსთავი 2“-ზე და იმაზე, როგორ ვხედავთ სამომავლოდ ჩვენს ტელეკომპანიას,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები