20 მაისი 2024,   05:14
ვრცლად
"ყაზტრანსგაზ თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

დიღომში მომხდარ აფეტქებაზე "ყაზტრანსგაზი" განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა. განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ,  აღნიშნულია, რომ აფეთქების დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა: 

"სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა დიღმის მასივში მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი. შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი, ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ბინა სადაც აალება, მოხდა მეზობლების ინფორმაციით ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. დამქირავებლებმა საცხოვბრებელი ფართი წინასწარი ინფორმაციით გუშინ დატოვეს. "ყატრანსგაზ თბილისი" კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და მეზობლების სიცოცხლეს."

დღის ამბები