24 დეკემბერი 2024,   22:05
ვრცლად
აფხაზეთის საბჭოს თავმჯდომარედ ჯემალ გამახარია აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით ამ თანამდებობაზე ჯემალ გამახარია აირჩიეს.

აფხაზეთის საბჭოს თავმჯდომარედ კენჭს გამახარიასთან ერთად დავით გვაძაბია იყრიდა, თუმცა მან ხმის მიცემის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კანდიდატურა მოხსნა.

საბჭოს 19 წევრიდან კენჭისყრას 18 წევრი დაესწრო. 14 ხმა ჯემალ გამახარიას სასარგებლოდ მისცა, 4 წევრმა - წინააღმდეგ. პროტესტის ნიშნად არჩევნებში მონაწილეობა საბჭოს ერთმა წევრმა საერთოდ არ მიიღო. ის მხარს მეორე კანდიდატს, დავით გვაძაბიას უჭერდა.

ჯემალ გამახარიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ელგუჯა გვაზავა შეცვალა. გვაზავას თავმჯდომარეობის მეორე ხუთწლიანი ვადა ამოეწურა. 

ორივე კანდიდატი, დავით გვაძაბიაც და ჯემალ გამახარიაც მისი ყოფილი მოადგილეები იყვნენ.

დღის ამბები