15 მაისი 2024,   01:30
ვრცლად
„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იბარებს

„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იბარებს. ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.

ბოკერიას თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატების კითხვებს პასუხი კომიტეტის სხდომაზე უნდა გასცეს.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი„ამ სპექტაკლის მიუხედავად, ჩვენი მოთხოვნა კანონზე დაყრდნობით, რომ კომიტეტზე მობრძანდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რაც არის კანონით გათვალისწინებული, ძალაშია და არანაირი კანონიერი საფუძველი ან საბაბი არ არსებობს, რომ მან ეს არ გააკეთოს ნებისმიერი მოტივით,“ - განაცხადა ბოკერიამ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა დასრულდა. კობა გვენეტაძის თქმით, პარლამენტში დეპუტატებთან ბევრი ისეთი საკითხის დეტალზე ისაუბრა, რაზეც საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენელს არ აქვს უფლება. მისთვის დეპუტატების კრიტიკის მიზეზი გაუგებარია.

კობა გვენეტაძე-ის სურათის შედეგი„ვფიქრობ, პარასკევს პლენარულ სხდომაზე ჩემი სიტყვით გამოსვლა ამომწურავი იყო. ძალიან ბევრ დეტალსა თუ ფაქტზე ვისაუბრე, მათ შორის ისეთ ფაქტებზეც, რომელთა შესახებ საზედამხედველო ორგანოები საჯაროდ არ საუბრობენ და არც უნდა საუბრობდნენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როცა ასეთ საკითხებზე საჯაროდ ვსაუბრობ. მიუხედავად ამისა, დეპუტატების ნაწილისთვის ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი, დეპუტატების ნაწილის დარწმუნება შევძელი, ნაწილის - ვერა. ზოგიერთი დეპუტატი გავანაწყენე კიდეც, თუმცა, რას ვიზამთ - ერთია, პოლიტიკოსის ტვირთი და მანდატი, მე კი ჩემი მანდატი მაქვს. სხდომაზე ბევრი სხვადასხვა არასამართლიანი ბრალდება მოვისმინე, რომელსაც მე ეროვნული ბანკის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და აპოლიტიკური მანდატიდან გამომდინარე, ვერ გამოვეხმაურები და ვერც შეფასებას გავაკეთებ,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

დღის ამბები