21 დეკემბერი 2024,   20:40
ვრცლად
პრეზიდენტი ახალ სკანდალში გაეხვა - ავლაბრის სასახლე თამარ ჭოველიძის მამამ პროტესტის ნიშნად დატოვა

დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა - 9 აპრილს მოკლული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამამ ავლაბრის ცერემონიების სასახლე და პრეზიდენტის მიღება განრისხებულმა პროტესტის ნიშნად დატოვა.  

როგორც არკადი ჭოველიძემ განაცხადა, მისი შვილი არავის უხსენებია და დარბაზში სკამიც კი არ იყო, რომ დამჯდარიყო.

„როგორ რატომ მივდივარ? ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ. თამრიკო ჭოველიძის მამა ვარ მე და წავიდნენ საერთოდ, ვინ არის ეს მართლა... ჯერ ერთი, დაგვიძახეს, სკამი არ იყო, პუჩისტები ჰყავდათ დამსხდარი იქ და მეორე კიდევ, ჩემი შვილი თუ არ ახსენეს, რისთვის დამიძახეს. მე ვინ ვარ, არავინ ვარ ცხოვრებაში, მე არც 9 აპრილს ვყოფილვარ, აქ არ ვიყავი საერთოდ და ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენა, ვინ არის ეგ. მე რა ვიცი, რატომ არ ახსენა აბა?! რამე დავაშავეთ, ეტყობა, ჭოველიძეებმა,“ - ამბობს ჭოველიძის მამა. 

თამარ ჭოველიძე-ის სურათის შედეგითამარ ჭოველიძე 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ხელისუფლების მიერ აქციის დარბევის დროს დიღუპა. ის 16 წლის იყო და თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ერთ-ერთი იმ 21 დაღუპულს შორის, რომლებიც 9 აპრილის ღამეს აქციის სასტიკად დარბევისას დაიღუპნენ.

თამარ ჭოველიძე დაჯილდოვდა „საქართველოს გმირის“ წოდებით და მიენიჭა „საქართველოს გმირის ორდენი“. 

დღის ამბები