19 დეკემბერი 2024,   05:01
ვრცლად
წინასაარჩევნოდ მიმართული მოსყიდვის მცდელობა - სამადაშვილი სამების მოხატვის დაფინანსების შესახებ ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება 

„ეს არის წინასაარჩევნოდ მიმართული, კიდევ ერთი, მე ვიტყოდი, მოსყიდვის მცდელობის აქცია,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სალომე სამადაშვილი „ოცნების“ თავმჯდომარესა და ილია მეორეს შორის გამართულ შეხვედრას ეხმიანება, რომლის დასრულების შემდეგაც გაირკვა, რომ ექსპრემიერი სამების მოხატვას სრულად დააფინანსებს.

დღეს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. 

სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გახმოვანებულ მსგავს დაპირებებს მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს უკავშირებს და მოსყიდვის მცდელობად აღიქვამს.

“ახლოვდება არჩევნები და კიდევ ერთხელ ვხედავთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანაში შეეძლება ყველას და ყველაფრის ყიდვა, როდესაც ეს გახდება საჭირო, მათ შორის, ეკლესიის, მათ შორის, შეიძლება სპეკულირება ჩვენი მოქალაქეების რელიგიური გრძნობებით და ასე ვთქვათ, არჩევნების წინ, დაპირდა გროშების გადაგდებას საქართველოს ეკლესიას მორიგ ჯერზე, ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილსა და ილია მეორეს შორის შეხვედრა დღეს შედგა, რომელსაც საპატრიარქოში სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, მათ ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრეს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს ასევე, სამების ტაძრის მოხატვის სრულ დაფინანსებას დაპირდა.

დღის ამბები