ზუგდიდში საარჩევნო კამპანია იძაბება - სამართალდამცველებსა და ოპოზიციას შორის ინციდენტი მოხდა. დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი პატარაია, საკრებულოს წევრი ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია.
დასახლებაში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იმყოფებოდა, რომელიც საარჩევნო შეხვედრებს მართავდა. მერობის კანდიდატის გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობი პირები და რატომ დაჰყვებოდნენ ისინი მერობის კანდიდატს.
ვითარების განსამუხტად ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მხოლოდ ოპოზიციის წევრები დააკავეს.