04 მაისი 2024,   11:03
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატების გამართვის საკითხი კვლავ გაურკვეველია

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე კვლავ გაურკვეველი რჩება, გაიმართება თუ არა დებატები კანდიდატებს შორის.

პეტრე პოროშენკოს და ვლადიმერ ზელენსკის სხვადასხვა გეგმა აქვთ.  უკრაინის მოქმედი ლიდერი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მისვლას ხვალ, დღის 2 საათზე, გეგმავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მედიისთვის აკრედიტაციების გაცემაც დაიწყო და იმ შემთხვევაში, თუ სტადიონზე ოპონენტი არ გამოცხადდება, პოროშენკო ამომრჩეველს შეხვდება.

ვლადიმერ ზელენსკი მეტოქესთან დებატებს ამავე ადგილას 19 აპრილს გეგმავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების თანახმად კი, ოფიციალური დებატების ჩატარება ამ დღეს მხოლოდ ტელესტუდიაშია შესაძლებელი.

დღის ამბები