23 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
თავდასხმა გურიაში - უცნობმა პირებმა ფერმერის სახლი დაცხრილეს

თავდასხმა გურიაში - უცნობმა პირებმა, ერთ-ერთი ფერმერის, თემურ ქამადაძის სახლი დაცხრილეს. შემთხვევა სოფელ ხვარბეთში, გუშინ გვიან ღამით მოხდა. ინცინდენტის დროს ქამადაძე სახლში მარტო იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს სანადირო თოფიდან რამდენიმე ტყვია მოხვდა; დაზარალებული მომხდარს, მის მიერ ადგილობრივ მედიაში გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს სადაც ის, ორი წლის წინ მომხდარი ძარცვის გამოუძიებლობას აპროტესტებდა და ოზურგეთის პოლიციის წინ საპროტესტო აქციას აანონსებდა. თემურ ქამადაძე აცხადებდა, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და სიმბოლურად, პოლიციის შენობასთან ჩალის მიტანას გეგმავდა; ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაწყებულია, სამართალდამცველების ინფორმაციით, ქამადაძე გამოძიებასთან თანამშრომლობს;

დღის ამბები