22 დეკემბერი 2024,   21:34
ვრცლად
საპროტესტო მსვლელობა რუსთავში - ადგილობრივები დასახლებულ ტერიტორიაზე ციხის მშენებლობას აპროტესტებენ

ამ წუთებში რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია. მიზეზი საპროტესტო მსვლელობაა.  

აქციის მონაწილეები რუსთავში, სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობას აპროტესტებენ და ადგილზე, იუსტიციის მინისტრის ჩასვლას ითხოვენ.  

აქციის მონაწილეები დღეს ციხის ტერიტორიაზეც მივიდნენ და სამშენებლო კომპანიას სამუშაოების დაწყების უფლება არ მისცეს.

„ეზოებში გვიშენებენ ციხეს. ბავშვების გაზრდის საშუალებას რა გვაძლევენ. მორალურად დანგრეულები არიან ბავშვები. რა ბავშვები უნდა დაიზარდონ ციხის კედლების მაყურებლები. ციხის შენობა ფაქტიურად დასახლებაში არის. მოშორებით მაინც იყოს. რუსთავი ხომ ციხეების ქალაქია მაგრამ დანარჩენი ციხეები ხომ ქალაქის მოშორებით არის და არ ჩანს,“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ჭყონდიდელის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ციხის დასახლებულ ტერიტორიაზე განთავსების შემდეგ, მათი უსაფრთხოება დაცული აღარ იქნება. 

დღის ამბები