27 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
ხანძარი რუსთაველის გამზირზე - ცეცხლი რესტორან „ხინკლის სახლში“ გაჩნდა

რუსთაველის გამზირზე, რესტორან „ხინკლის სახლში“ ხანძრის ჩაქრობა დღის ბოლოს მოხერხდა. ცეცხლი სამზარეულოში წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ ელექტრო დანადგარს გაუჩნდა. დამწვარია 20 კვადრატული მეტრი ფართობი, იყო ძლიერი დაკვამლიანება.

ცეცხლის ჩაქრობა 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ მალე შეძლო, თუმცა აალების თავიდან ასაცილებლად ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდი ერთი ჯგუფი გვიანობამდე მორიგეობდა.

ხანძრის დროს შენობაში მყოფების ივაკუირება მოხდა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები