19 მაისი 2024,   00:05
ვრცლად
აზარტულ ონლაინ თამაშებში 14-დან 18 წლამდე მოზარდების თითქმის ნახევარია ჩართული - კვლევის საგანგაშო შედეგები 

კატასტროფული შედეგი და ხელისუფლება, რომელიც პრობლემას უყურადღებოდ ტოვებს - ჩატარებული კვლევის მიხედვით აზარტულ ონლაინ თამაშებში 14-დან 18 წლამდე მოზარდების თითქმის ნახევარი ჩართულია.

"აზარტული თამაშების პრევენციის ცენტრმა" კვლევის ფარგლებში
თბილისში, 500 მოსწავლე გამოკითხა.

მონაცემებში პრაქტიკურად იდენტურია გოგოებისა და ბიჭების პროცენტული მაჩვენებელი.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ არსებული კანონის და რეგულაციების აღსრულება არ ხდება.

„ფიზიკურად ვერ ახერხებენ მოზარდები უშუალოდ სამორინეში სიარულს იქედან გამომდინარე, რომ კანონით აკრძალულია 21 წლამდე მოზარდების სამორინეში მისვლა, თუმცა კანონი იმასაც კრძალავს, რომ 18 წლამდე მოზარდებს არ უნდა ჰქონდეთ შეხება ონლაინ სამორინეებთან, თუმცა არ ხდება კანონის აღსრულება. პრევენციული ზომები, რომელიც გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას მოზარდებში, უნდა გაგრძელდეს ცალსახად. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტენდენცია არის ზრდადი,“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”აზარტული თამაშების კვლევის პრევენციის ცენტრის” წარმომადგენელი გუგა ბესელია.

დღის ამბები