17 ივლისი 2019,   19:34
ვრცლად
გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი ააფეთქეს

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი ააფეთქეს. მოწყობილობა რამდენიმე დღის წინ, მდინარეში შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც ქალაქის სახანძრო და სამაშველო სამსახურები ერთობლივ სწავლებას გადიოდნენ.

შეერთებულ შტატებში წარმოებული ბომბი კონტროლირებადი აფეთქებით განადგურდა. ოპერაციის დროს 600-ზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია მოხდა.

აფეთქების შემდეგ მდინარის უსაფრთხოება მყვინთავებმა შეამოწმეს. ქალაქის მოსახლეობა სანახაობას თვალს უსაფრთხო მანძილიდან ადევნებდა.

დღის ამბები