22 ნოემბერი 2024,   14:58
ვრცლად
სენაკში, პროკურატურასა და სასამართლოსთან მდებარე TBC ბანკიდან, გადახდის აპარატი მოიპარეს

სენაკის ცენტრში "TBC ბანკის" გადახდის აპარატი მოიპარეს - შემთხვევა გვიან ღამით, რაიონულ სასამართლოსა და პროკურატურის შენობებიდან რამდენიმე მეტრში მოხდა.

მოპარული ბანკომატი პროკურატურის გვერდით მდებარე ეზოში შეიტანეს, დაამსხვრიეს და იქვე დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოპარული აპარატიდან დაახლოებით 50 ათასი ლარია წაღებული. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.  ამ დრომდე დაკავებული არავინ არის. 

დღის ამბები