26 აპრილი 2024,   15:45
ვრცლად
გინება არ აპატიეს - მამაკაცი, რომლის ოჯახი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომლის ოჯახიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, 2-კვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. გურჯაანის სოფელ კაჭრეთში მალხაზ მთავრიშვილის ნათესავები ამტკიცებენ, რომ მამაკაცს თავის ქალის ტრეპანაცია და უმძიმესი ოპერაცია პოლიციის განყოფილებაში ცემის შემდეგ დასჭირდა. ზუსტად ერთ საათში კურიერში ნახავთ დეტალებს, თუ  რა გახდა მთავრიშვილის დაკავების მიზეზი, რით მტკიცდება მისი პოლიციაში ცემის ფაქტი და რას აპირებს ოჯახი მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ როგორ ეცდებიან მთავრიშვილები დაამტკიცონ, რომ მათი ოჯახის წევრი პოლიციამ მოკლა.

„ბავშვმა საშველად გამოიძახა და ოჯახს ერთადერთი მამაკაცი მოუკლეს პოლიცილებს შეიძლება მოკვლა არ უნდოდათ, მაგრამ რომ დაარტყეს, დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შეიძლება უბრალოდ ცემა უნდოდათ. გინება არ აპატიეს,“-აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი. 

დღის ამბები