20 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
"პანორამა თბილისის" მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა

პანორამა თბილისის მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს - დაახლოებით, 30 წლის ახალგაზრდას, ფეხი აქვს მოტეხილი.

რუსთაველის გამზირზე მდებარე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მშენებლობიდან გადმოვარდნილი სამი მუშა  საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთი დაშავებული ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, ხოლო ორი კი - ამტელში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ვიდეოკადრებში, რომელიც Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა, ჩანს, რომ მუშებს არ ჰქონდათ სპეციალური აღჭურვილობა. 

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები