23 დეკემბერი 2024,   04:01
ვრცლად
ამ პარლამენტს ყველა მოსამართლის არჩევის მანდატი რომ არ უნდა ჰქონდეს, ეს, ალბათ, საკვანძო საკითხია ამ დასკვნაში - ოთარ კახიძე

„ნდობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არის დაბალი,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეფასებისას გააკეთა, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ირაკლი კობახიძის და მისი თანაგუნდელების მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს გახდა ცნობილი, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზეა ყურადღება გამახვილებული. მათ შორის, უცხოელი ექსპერტები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილის დაკომპლექტება მომდევნო მოწვევის პარლამენტმაც შეძლოს.  

ოთარ კახიძის თქმით, გარკვეული სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არის ნდობის ნაკლებობა.

„ნდობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არის დაბალი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მათ მიიღეს. აქედან გამომდინარე, მოუწოდებენ ხელისულფებას, რომ ამ პარლამენტმა არ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო და შემდეგ პარლამენტს დაუტოვონ ნახევარი მაინც მოსამართლეები ასარჩევად. ეს არის, პრაქტიკულად, პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა, რომელიც აქვს საზოგადოებას. ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის დისკრედიტირებული, ის, რომ ამ პარლამენტს არ უნდა ჰქონდეს მანდატი, რომ ყველა მოსამართლე აირჩიოს, ეს არის, ალბათ, საკვანძო საკითხი ამ დასკვნაში,“ - განაცხადა კახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები