19 მაისი 2024,   13:03
ვრცლად
ოპოზიცია საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობის გამოყენებას "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს

მედიასა და საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობის გამოყენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ოპოზიციის წევრები. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ის სიძულვილის ენა, რომელიც ქვეყანაშია, გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა.

სერგო რატიანის თქმით, ის ძალადობრივი გარემო, რომელიც ქვეყანაში არსებობს, სწორედ მმართველი პარტიის ქმედებებით არის გამოწვეული.

სერგო რატიანი-ის სურათის შედეგი

„ზოგადად, მიუღებელია მსგავსი რიტორიკა, სიძულვილის ენა და მინდა, რომ მოვუწოდო ჩემს თანამოაზრეებსაც, თავი შეიკავონ ასეთი გამონათქვამებისგან, ასეთი რიტორიკისგან, ოღონდ სიძულვილის ენა და მსგავსი რიტორიკა მოდის "ქართული ოცნებისგან" და ეს არის უკვე წლების განმავლობაში. სიძულვილის გარემო შექმნეს და ამას ემატება ძალადობა, რასაც ჩვენ ვხედავთ და რაც ჩვენი მომხრეების მიმართ არა ერთხელ განხორციელებულა,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ღია ეთერში ბილწსიტყვაობის გამოყენებას არ ეთანხმება პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძეც.  

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი

„პირადად, მე ვარ როგორც ბილწსიტყვაობის, ასევე აგრესიული ენის გამოყენების წინააღმდეგი საჯარო სივრცეში, თუმცა, არსებობს პრეცედენტები. იგივე, ამ „ქართული ოცნების პრემიერ მინისტრმა კეთილები აგინა მთელს ქვეყანას. ამიტომ მოდი, გავიხუმროთ - კეთილების დონემდე მოსულა და კეთილების კეთილები იყოს უკვე აკრძალული,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ ბილწსიტყვაობის საჯარო სივრცეში გამოყენება საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს და ამისთვის გარკვეული შეზღუდვებიც დაწესდეს.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები