19 მაისი 2024,   22:54
ვრცლად
დედოფალი მეფეს ქონების გაყოფას სთხოვს

დედოფალი მეფეს ქონების გაყოფას სთხოვს - დავის საგანი, დაახლოებით, 100 ათასი ლარის ღირებულების ქონებაა, რომელიც სამეფო წყვილმა ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში შეიძინა.

“პორშე კაიენი,” “მერსედეს GL” და “X5” - ეს არის იმ მოძრავი ქონების ჩამონათვალი, რომელზეც ყოფილი მეუღლეები დავობენ. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი საქალაქო სასამართლოს სთხოვს, რომ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება მასსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის თანაბრად გაიყოს.

საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ერთ საათში დაიწყება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაირკვევა, გაგრძელდება თუ არა საქმის განხილვა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე სარჩელს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, 2015 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს, რომ ქონებრივი პრეტენზიები არ აქვთ.  ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინტერესების დამცველი კი ჩხეიძეს მეფე-დედოფლის თანაცხოვრების პერიოდთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

ლევან გორელაშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ ესპანეთში ანა ბაგრატიონი ცალკე ცხოვრობდა. ადვოკატის განცხადებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ესპანეთში სწორედ იმის გამო გაემგზავრა, რომ სწორედ მისი მეუღლე იქ ცხოვრობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები