20 მაისი 2024,   01:34
ვრცლად
შეფერხება თბილისის მეტროში - ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებლები მეტროსადგურ "ახმეტელამდე" მისვლას ვერ ახერხებდნენ 

შეფერხება მეტროში - მეტროსადგურ ახმეტელზე ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებლები მეტროსადგურ ახმეტელამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ და ბოლო გაჩერება გურამიშვილზე ჰქონდათ. სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ შეფერხება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია, რომელიც 10 წუთს გაგრძელდა. 

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დოისთვის, თბილისის მეტროპოლიტენში პრობლემა მოგვარებულია და მატარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მგზავრების გადაყვანას.   

 

 

დღის ამბები