23 დეკემბერი 2024,   08:10
ვრცლად
მეგობარი ჯაფარიძის ნაცვლად დავაჭირე ღილაკს თითი - ისკო დასენი ადასტურებს, რომ სხვა დეპუტატის პულტით მისცა ხმა

მმართველი გუნდის წევრი ისკო დასენი "რუსთავი 2"-თან საუბრისას ადასტურებს, რომ პარლამენტში კენჭისყრის დროს ხმა სხვა დეპუტატის პულტით  მისცა. დასენის განცხადებით, მან მეგობრის, ვიქტორ ჯაფარიძის პულტი გამოიყენა და მის ნაცვლად მისცა ხმა. მისი თქმით, ჯაფარიძე კენჭისყრის დროს საპარლამენტო დარბაზიდან გასული იყო, რის გამოც მან კოლეგის პულტს დააჭირა ხელი. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ თუკი მან რეგლამენტი დაარღვია, მზადაა, დაისაჯოს.

"მეგობარი ჯაფარიძის ნაცვლად დავაჭირე ღილაკს თითი,"- განუცხადა "კურიერს" ისკო დასენმა. 

სხვისი პულტით კენჭისყრაში მონაწილეობას ოპოზიციის მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველი გუნდი და პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას არათანაბარ პირობებში ამყოფებენ. მათი თქმით, ირაკლი კობახიძე დარღვევების შემთხვევაში მხოლოდ ოპონენტებს აჯარიმებს.

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები