24 მაისი 2019,   20:17
ვრცლად
"ყველას ბავშვები ყავს, აქ ხალხი ჯოჯოხეთშია" - კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე ორი ავტობუსი გზის გაგრძელებას ამ დრომდე ვერ ახერხებს

უამინდობა საქართველოში - გუდაურში კვლავ მძიმე ვითარებაა. მგზავრები რამდენიმე საათია თოვლში არიან ჩარჩენილი და შველას ითხოვენ. მაშველებმა ერთ-ერთი ავტობუსიდან მგზავრების ევაკუაცია დაიწყეს.

ზვავში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანა 10 საათიანი მუშაობის შემდეგ მოხერხდა. ავტობუსი, სადაც 20-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, დილის 6 საათიდან გაჩერებული იყო. 

Image may contain: sky and outdoorმათივე თქმით, ლარსის გამშვები პუნქტის გადმოკვეთისას საზღვარზე მყოფ სამართალდამცველებს ისინი უამინდობის შესახებ არ გაუფრთხილებია. არ ჰქონდათ ინფორმაცია გზებზე არსებული მდგომარეობისა და ზვავსაშიშროების შესახებ. 

„ჩვენ საიდან ვიცოდით ზვავი. საზღვრიდან გადმოვედით და უცებ, ორი მანქანა, ტრაილერი გადაბრუნებული. ავტობუსის საბურავი. გადავარდებით მეთქი ისეთი მდგომარეობაში ვიყავით,“ - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი, ლელა გოგინავა.

დიდთოვლობის გამო, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს მგზავრებით სავსე კიდევ 2 ავტობუსი, სადაც ბავშვები და ქალები იმყოფებიან.  მგზავრებს აინტერესებთ, როდის შეძლებენ გზის გაგრძელებას, თუმცა ამ კითხვაზე მათ სამართალდამცველები პასუხის ვერ აძლევენ. საღამოს მოახლოებასთან ერთად კი ტემპერატურა ეცემა, ავტობუსში საწვავის მარაგი შესაძლოა მალე ამოიწუროს.

„იძულებული ვართ, აქ ვიდგეთ, ტრადიციულად არაფერს გვეუბნებიან. ერთი დღე შესრულდება რაც აქ ვართ, ყველას ბავშვები ყავს, ასეთი უყურადღებობა არ შეიძლება. აქ ხალხი ჯოჯოხეთშია,“ - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

  

ამავე თემაზე
დღის ამბები