26 აპრილი 2024,   10:48
ვრცლად
დეპუტატ ოდიშარიას თაბორის მთაზე 3000 კვმ მიწის სანაცვლოდ, მუხიანში 35 ათას კვმ მიწას მისცემენ - თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ხმაურიან სხდომას აანონსებს

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ხმაურიან სხდომას აანონსებს. დღეს კენჭი უნდა ეყაროს დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლას. შეთანხმების მიხედვით, ოდიშარია სახელმწიფოს საკუთრებაში თაბორის მთაზე მდებარე 3 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ მიწას აძლევს, სანაცვლოდ კი მუხიანში თითქმის ათჯერ მეტი ფართობის ტერიტორიას მიიღებს. გარიგებას მიუღებლად მიიჩნევს ოპოზიცია.

„კალაძე ამბობს, რომ 3000 კვმ, რომ ჰქონდა ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე, სადაც შეჩერდა მშენებლობა ახლა 3000 ნაცვლად, 35 000 კვმ უნდა მისცენ მუხიანში სამშენებლო ნებართვით. ანუ ფაქტობრივად ერთი მიკრორაიონის აშენების შესაძლებლობა ექნება  ბექა ოდიშარიას მუხიანში. და რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები და საკრებულოს უმრავლესობას მოვუწოდებთ, რომ ასეთ გარიგებაში მონაწილეობას ნუ მიიღებენ თბილისელების ხარჯზე,“-განაცხდაა ენმ-ს საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

"ქართული ოცნება" კი ამტკიცებს, რომ წარმოდგენილი წინადადება ქალაქისთვის მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება. დეპუტატები ამბობენ, მიწის ღირებულება მთაწმინდაზე და მუხიანში განსხვავებულია და ბექა ოდიშარიას მთაწმინდაზე არსებული მიწის ფასის შესაბამისი ფართი გადაეცემა. 

დღის ამბები