თბილისში, ვარკეთილში "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმა, დაჭრილია ბანკის ორი თანამშრომელი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალში მოხდა. უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
"ვიცი რომ გაიტანეს ბანკი, მეტი არაფერი ვიცი,"-ამბობენ თვითმხილველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჭრის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა "ამტელის" კლინიკაში "რუსთავი2"-ს უთხრეს, რომ ამ წუთებში ორი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, კლინიკაში გადაჰყავთ.