ყაჩაღობის მორიგი შემთხვევა - ბათუმში ნიღბიანი პირი ლომბარდში შეიჭრა და თანხის გამოძალვა სცადა. თავდამსმხელი შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალა.
ნიღბიანი ხალხმრავალ ლომბარდში დღის ორ საათზე შეიჭრა. თვითმხილველების თქმით, მოლარე-ოპერატორი დახმარებას ითხოვდა. ამ წუთებში მოლარე-ოპერატორი სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს.
„აფარებული ჰქონდა სახეზეო. თანხა არ წაუღიაო. ვიკივლეო და კივილზე წავიდაო, ასე თქვა ლომბარდის თანამშრომელმა,“ - აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა.
დაყაჩაღებული ობიექტი ექსპერტ-კრიმინალისტებმა დახურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ თავდამსხმელი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. უწყების ცნობით, ის დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.