17 სექტემბერი 2019,   13:18
ვრცლად
კარვების ქალაქი მონპელიეში - საქართველოს მოქალაქეები აქციის უწყვეტ რეჟიმში გაგრძელებას აანონსებენ

კარვების ქალაქი მონპელიეში - ქალაქის პრეფექტურის წინ საქართველოს 100-მდე მოქალაქემ კარვები უკვე გაშალა. მათი თქმით, აქცია უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და დრო და დრო მას სულ უფრო მეტი ქართველი შეუერთდება.

ემიგრანტების თქმით, ისინი საკუთარი სამშობლოდან გაუსაძლის სიღარიბეს და უპერსპექტივობას გამოექცნენ და ელემენტარულ საყოფაცხოვრებო პირობებს ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამ ფორმით ცდილობენ, საფრანგეთის ხელისუფლებას მიაწვდინონ ხმა და გააგებინონ, რომ საქართველო სულაც არ არის უსაფრთხო ქვეყანა.

„არ მინდა საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ, რომ არანაირი ფასი არ აქვს საქართველოში, დღევანდელ მთავრობასთან, ადამიანმა გინდ იბრძოლე, გინდ არა. ვეტერანის მოწმობაც არ მინდა, უარს ვაცხადებ საქართველოს მოქალაქეობაზეც, არც ვეტერანობა მინდა, არაფერი. იმ დონეზე მიმიყვანეს ავადმყოფი ადამიანი, რომ ყველაფერზე უარი მათქმევინეს,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საფრანგეთის ხელისუფლებას თავშესაფრის მიცემას სთხოვენ.

დღის ამბები