22 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
"გაიღიმეთ... უნდა დამკითხოთ? ნახვამდის" - გიორგი გახარია პანკისში "კურიერის" შეკითხვებს პასუხობს

"გაიღიმეთ..." - ასე უპასუხა პანკისში ჩასულმა შს მინისტრმა "კურიერის" ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანა აუცილებელი. მინისტრის განცხადებით ხეობაში დილას მხოლოდ 35 სამართალდამცველი იყო.

"სამშენებლო კომპანის როდესაც აქ მუშაობა განაახლა შემოჰყვა 35 პოლიციელი. რა გინდათ თქვენთან დისკუსიაში შევდე? უნდა დამკითხოთ? ნახვამდის" - განაცხადა გახარიამ.

მან ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო პანკისელები გააკრიტიკა.

„პოლიციას  ქვები რომ დაუშინეთ რა უნდა გვითხრათ?“- განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრის განცხადებით, დაცული უნდა იყოს ყველა ადამიანის უფლება და მათ შორის ეს ეხება არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ პოლიციელებსაც და მუშებსაც, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე არიან დასაქმებული. კითხვაზე, რატომ გახდა ადგილზე საჭირო დამატებითი ძალების მობილიზება, შს მინისტრი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც სიტუაცია დაიძაბა.

„ახლა უნდა დავჯდეთ თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ და სასაუბრო გვაქვს აგერა ვართ და რამდენიც სალაპარაკოა იდენი ვილაპარაკოთ. არავინ არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს არც ერთი საქართველოს მოქალაქის უფლებების დარღვევას. არც თქვენი, არც ფორმიანების და არც მშენებლების მაგრამ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და მასკები უნდა მოვიხსნათ. ასე არ შეიძლება. დამატებითი ძალების შემოსვლა მოხდა მაშინ როდესაც კონფლიქტი მწვავე ფაზაში იყო შესული,“-განაცადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები