20 აპრილი 2024,   02:06
ვრცლად
შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და ეკონომიკის მინისტრის გადაგომას მოვითხოვთ - EMC-ის წარმომადგენელი

პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობა სასამართლოში გასაჩივრებულ ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის. ორგანიზაცია ჰესების მშენებლობის კანონიერებას ეჭვის ქვეშ აყენებდა.

EMC-ის წარმომდგენელმა, ეთო გვრიტიშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ის პანკისში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ეკონომიკის მინისტრის გადადგომას ითხოვს.

"სახელმწიფოს არ ჰქონდა ამოწურული მოლაპარაკების რესურსი, ეფექტური მოლაპარაკება არც უწარმოებია ადგილობრივ მოსახლეობას, ისე მიიღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამუშაოებს განახლების თაობაზე. შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მოქმედ ხელისუფლებას და ეკონომიკის მინისტრის გადაგომას მოვითხოვთ, რომელმაც რეპრესიული ძალის გამოყენებით შეეცადა დაპირისპირებოდა ადგილობრივი მოსახლეობის სამართლიან მოთხოვნას,“ - აღნიშნა გვრიტიშვილმა.

დღის ამბები