20 აპრილი 2024,   11:27
ვრცლად
მოლაპარაკებები პანკისში დასრულებულია - გახარიას თქმით, ჰესი აშენდება მაშინ, როდესაც მოსახლეობის 90% ამას მხარს დაუჭერს

„რაც დღეს მოხდა ჩვენს ურთიერთობას და ძმობას არ შეეფერება," - ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისელებს. მისი თქმით, ჰესის თემა გადადეს და როცა მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება ის.

ხელისუფლების წარმომადგენლები დაპირისპირებისა და შეტაკების ადგილზე მივიდნენ.

"ახლა ყველა უნდა გავჩერდეთ, დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ, უნდა გავარკვიოთ, სად შეგვშალა, ვის შეგვეშალა, ვინ არის დამნაშავე. ახლა ვჩერდებით და ვაგრძელებთ ლაპარაკს. თუ ვინმე გადავიდა და კანონი დაარღვია, ეს ცალკე სალაპარაკოა. ჰესის მშენებლები თქვენთან ლაპარაკს გააგრძელებენ, რაზეც შეთანხმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ ქვების სროლა გამოსავალი არ არის...  ჰესის გამო აქ არ ამოვსულვარ, ამოვედი იმიტომ, რომ ქვები ესროლეთ ფორმიან ადამიანებს. თითოეულ კადრს გავაანალიზებთ, ვნახავთ, ვინ ვის, რა ესროლა,"- აღნიშნა გახარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები