20 აპრილი 2024,   17:25
ვრცლად
"ძალის დემონსტრირება" - საიას თავმჯდომარე პანკისში განვითარებულ პროცესებზე 

პანკისის ხეობაში იმყოფება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე. საიას თავმჯდომარე ხეობაში დღეს განვითარებულ პროცესებს აფასებს. მისი განცხადებით, ვითარების დაძაბვა ხეობის მცხოვრებლებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის არ არსებობამ გამოიწვია.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხელისუფლება საკუთარი სურვილების ასრულებას, ხალხთან დიალოგის ნაცვლად ძალის დემონსტრირებით ცდილობს. 

მისივე თქმით, ვითარების დასარეგულირებლად, პირველ რიგში ხეობიდან სპეცდანიშნულების რაზმი უნდა  გაიყვანოს, შემდეგ კი დაიწყოს დიალოგი მოსახლეობასთან.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროტესტი, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი,  ეს არ არის ერთადერთი ხეობა საქართველოში. ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მაჭახლის ხეობაში, სვანეთში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებამ ამ პროცესებს უნდა უყურებდეს რეალური მიზეზების გათვალისწინებით და არა ძალის დემონსტრირებით, რაც ჩვენ აქ ვნახეთ. ძალიან უცნაურია და შემაშფოთებელია, რომ ახალი ეკონომიკის მინისტრის დანიშვნიდან სამიოდე დღის თავზე, ეს პროცესი დაიწყო, დაჩქარებული წესით სამუშაოებს განახლების მცდელობა“ - აცხადებს სალაძე. 

ვითარება პანკისის ხეობაში დღეს დილიდან დაიძაბა. ვითარება მას შემდეგ გართულდა რაც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ხეობაში შევიდნენ და ჰესის მშენებლობის დაწყება სცადეს. ხეობაში სამართალდამცველები დილიდან იმყოფებიან. დამატებითი სპეცდანიშნულების რაზმების შეყვანას კი ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა მოჰყვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები