02 მაისი 2024,   21:15
ვრცლად
თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე აგებული დამცავი ჯებირები საფრთხის შემცველია

თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე აგებული დამცავი ჯებირები საფრთხის შემცველია და ექსპერტები ამ ტერიტორიაზე დროულად კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

ორივე ჯებირი, რომელიც წყნეთისა და თბილისის დამაკავშირებელ გზაზეა, ვიზუალურადაც არასაიმედოა და არსებობს საშიშროება, მთის ჩამოშლის შემთხვევაში, მოწყვეტილი მასა ვერ შეაკავოს.

განსხვავებულია თბილისის მერის პოზიცია.

კახა კალაძე აცხადებს, რომ მოსახლეობას წყნეთი-თბილისის გზაზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ამბობს, რომ გარკვეული ხარვერზების გამო, კვლევები მიმდინარეობს.

დღეს დაზიანებული ჯებირის მიმდებარედ გაწმენდითი სამუშაოებიც ჩატარდა.

დამცავი ჯებირები, რომელიც თბილისი-წყნეთის გზის ორ მონაკვეთზე მოეწყო, 2015 წელს აშენდა და მას არა აქვს კავშირი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ ახალ მაგისტრალთან.

დღის ამბები